სპორტი

ტოჩინოშინი აკი ბაშოზე მეხუთედ დამარცხდა

ქართველი ოძეკის, ლევან გორგაძისთვის, იგივე ტოჩინოშინისთვის აკი ბაშოს ტურნირის მე-7 საშეჯიბრო დღე მორიგი მარცხით დასრულდა.

აკი ბაშოს მეშვიდე დღეს ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) მესამე მაეგაშირა დაიეიშოს შეხვდა და მეხუთედ დამარცხდა, რომელთანაც ბალანსი ბალანსი 6:2-ზე ჰოქნდა.  

ტოჩინოშინს ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად დადებითი ბალანსის დაფიქსირება სჭირდება. ქართველი ფალავანი ტრავმით ასპარეზობს და მთელი ძალით ფეხს ვერ ეყრდნობა.

გორგაძეს ორი გამარჯვება და ხუთი მარცხი აქვს, შესაბამისად დარჩენილი რვიდან ექვსი ორთაბრძოლის მოგება სჭირდება. მისი მომდევნო მეტოქე მეოთხე მაეგაშირა შოდაია.

Facebook Comments