უცხოური მედია

ჩეჩნები კადიროვს მადლობას უხდიან ქალის დაკავების გამო, რომელიც ჯადოებს აკეთებდა

ჩეჩნები რეპსუბლიკის მეთაურს, რამზან კადიროვს ჯადოქრებთან ბრძოლისთვის მადლობას უხდიან. ამის შესახებ Кавказский Узел იუწყება.

პოლიციამ ადგილობრივი მცხოვრები სეკინატ იბრაგიმოვა დააკავა, რომელსაც ბრალი ედება მაგიური სახის მომსახურებაში. 

„დიდ მადლობას ვუხდით რამზან კადიროვს იმისთვის, რომ იცავს თავის ხალხს აშკარა და ფარული მტრებისგან“,- „ყოჩაღ, ასე უნდა“,- წერენ ჩეჩნები სოციალურ ქსელში. 

თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ქალის დაპატიმრების გამო, აღშფოთებას გამოთქვამენ. ისინი ხელისუფლების ქმედებას იდიოტიზმს უწოდებენ და ამბობენ, რომ მსგავსი მეთოდით მოქმედებდა ინკვიზიცია შუა საუკუნეებში. 

ჩეჩნეთის ტელეკომპანია Грозный-მ სიუჟეტი გადაიღო ჯადოქრის დაკავების შესახებ. ქალი თავის საქციელს ინანიებს და კამერის წინ პატიებას ითხოვს.  

სიუჟეტში ნათქვამია, რომ ჯადოქარი მაგიური რიტუალებით 2013 წლიდანაა დაკავებული. სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ჯადოს გასაკეთებელი ნივთები ამოიღეს: მიწა სასაფლაოდან, ურდულები, კლიტეები, გასაღებები, ჩანაწერები და სხვადასხვა ადამიანების ფოტოები. ადგილობრივები შიშობენ, რომ იბრაგიმოვა ფოტოებზე აღბეჭდილ ადამიანებს ჯადოს უკეთებდა.

Facebook Comments
თეგები