დიზაინი

დემნა გვასალიას შექმნილ ახალ ფეხსაცმელს ბოთლის გასახსნელი აქვს

ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას მიერ დაფუძნებულმა ფრანგულმა ბრენდმა Vetements-მა გამოუშვა ჩექმა, რომელსაც ქუსლზე ბოთლის გასახსნელი აქვს.​ ​ახალი ფეხსაცმლის ფოტო ბრენდის Instagram-ზე გამოქვეყნდა. 

ახალმა მოდელმა ​გამომწერების მოწონება დაიმსახურა. ამერიკელმა დიზაინერმა მარკ ჯეიკობსმა მოდელს გენიალური უწოდა. „ცალ ფეხზე თუ ბოთლის გასახსნელია, მეორეზე სანთებელა უნდა იყოს“, „მთელი ცხოვრებაა, ამაზე ვოცნებობ“, „როგორც იქნა, ვიღაცამ მოდის სამყაროში ღირებული რაღაც შექმნა“ – წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

ბრენდის ვებგვერდზე ერთი წყვილი ჩექმა 1395 დოლარი ღირს.

Facebook Comments