სპორტი

ირაკლი ვეკუამ 46 წამში ცერა თითებზე 59 აზიდვით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

თბილისში მორიგი რეკორდი დამყარდა. სავაჭრო ცენტრ „ისთ პოინთში“ გამართულ ღონისძიებაზე, ირაკლი ვეკუამ 46 წამში ცერა თითებზე 59 აზიდვა შეასრულა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ამ შედეგით ქართველმა პაკისტანელი ასად ჰანიფის მიღწევა გააუმჯობესა, რომელსაც წუთში 43 აზიდვა ჰქონდა შესრულებული. ვეკუას რეკორდის დასამყარებლად სრული ერთი წუთი ჰქონდა, თუმცა მსოფლიოს საუკეთესო შედეგის მისაღწევად მას მხოლოდ 46.8 წამი დასჭირდა.

Facebook Comments