პოლიტიკა

მინდა, ბატონ გიგა ბოკერიას მივმართო, მისი გამოწვევა მივიღე

მოუთმენლად ველი და დავაკვირდები იმ პროცესს, როდესაც პოლიტიკურად განადგურებული და დამარცხებული გიგა ბოკერია ჩემს პოლიტიკურ განადგურებას შეეცდება, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„საჯაროდ ითქვა თორემ ეს, რომ დახურულ კარს მიღმა ყოფილიყო, თქვენგან განსხვავებით, ნამდვილად მაქვს პოლიტიკური ეთიკა, რომ არ გამომეტანა კარს მიღმა ის რეპლიკა, რაც ბატონმა გიგა ბოკერიამ ჩემს მიმართ გააკეთა. სხვათა შორის, არ გამიკვირდა, როდესც სრულიად უსაგნო კამათის შემდეგ მომმართა და გააფთრებულმა მითხრა, რომ ის გამანადგურებდა. შემდეგ დააკონკრეტა, რომ ის პოლიტიკურად გამანადგურებდა. მინდა გიგა ბოკერიას მივმართო, ის დრო, როდესაც ის ადამიანებს აბულინგებდა, საბედნიეროდ წარსულს ჩაბარდა. ეს ძალიან კარგია.

აქვე მინდა, ბატონ გიგა ბოკერიას მივმართო, მისი გამოწვევა მივიღე და მოუთმენლად ველი და დავაკვირდები იმ პროცესს, როდესაც პოლიტიკურად განადგურებული და დამარცხებული გიგა ბოკერია ჩემს პოლიტიკურ განადგურებას შეეცდება. თუ გნებავთ, თქვენც გადაეცით“, – განაცხადა ქაცარავამ.

Facebook Comments