პოლიტიკა

სააკაშვილი ირმა ინაშვილზე – ღმერთმა გვაშოროს მასეთი გოგოები ათასი წელი

საქართველოში ცვლილებების განხორციელება თავის ხელში გოგოებმა უნდა აიღონ,-ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კიევში,  საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიწვეულ ახალგაზრდა მხარდამჭერებს განუცხადა. მისი თქმით, პარლამენტშიც ყველაზე გაბედულები გოგოები არიან. სააკაშვილმა მაგალითად სალომე სამადაშვილი და თინა ბოკერია დაასახელა.

„მე მგონი ინიციატივა გოგოებმა უნდა აიღონ ხელში, ჩვენ კი, ბიჭები მათ არ უნდა ჩამოვრჩეთ. დააკვირდით, ყველაზე გაბედულები იყვნენ გოგოები, ყველაზე წინწასულები იყვნენ გოგოები. პარლამენტშიც, სამადაშვილი, ბოკუჩავა, ხოშტარია, გოგოები არიან წინ. ოღონდ არა ინაშვილები, მაგაზე რაღაცას ვიტყოდი, მაგრამ მერე მეტყვიან, საშინელი გენდერული დისკრიმინაციააო. ღმერთმა გვაშოროს ეგეთი გოგოები ათასი წელი კიდევ“,-განუცხადა სააკაშვილმა ახალგაზრდებს. 

Facebook Comments