ხელოვნება და კულტურა

ვლადიმერ და ელენა ზელენსკები კიევში ეშტონ კატჩერს და მილა კუნისს შეხვდნენ

ვლადიმერ და ელენა ზელენსკები კიევში ეშტონ კატჩერს და მილა კუნისს შეხვდნენ

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და ქვეყნის პირველი ლედი ელენა ზელენსკაია მსოფლიო კინოს ვარსკვლავებს შეხვდნენ კიევში, სადაც იალტის ევროპული სტრატეგიის ფორუმი იმართებოდა. 

უკრაინის პირველი წყვილი მილა კუნისს და ეშტონ კატჩერს შეხვდნენ, პარასკევს კი, ვლადიმერ ზელენსკი რობინ რაიტს და სერიალ „ჩერნობილის“ პროდიუსერს, კრეიგ მეიზინს ესაუბრა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ფეისბუქზე დაწერა.

„ორი დღის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა მსოფლიოს კინოს ვარსკვლავებთან. გუშინ ვესაუბრე საკულტო სერიალის, „ჩერნობილის“ პროდიუსერს, საღამოს კი, ფორუმის დროს მქონდა პატივი გავსაუბრებოდი არაჩვეულებრივ რობინ რაიტს. დღეს შევხვდი უკრაინული წარმოშობის ვარსკვლავს, მილა კუნისს და მსახიობსა და პროდიუსერს, ეშტონ კატჩერს. გვქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი კინოზე, კერძოდ კი, უკრაინული კინოინდუსტრიის განვითარებაზე. ასევე, ინვესტიციების მოზიდვაზე“,-წერს ზელენსკი.


Facebook Comments