სპორტი

ტოჩინოშინმა აკი ბაშოს მე-10 დღეს გაიმარჯვა

ტოჩინოშინმა აკი ბაშოს მეათე დღეს მეხუთე ბრძოლა მოიგო. ლევან გორგაძე ჩიოტაირიუს შეხვდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა. სპორტსმენი ზედიზედ მეორედ იმარჯვებს.

ქართველ ოძეკს ბალანსი  5:5-ზე გაუხდა და კიდევ 3 გამარჯვება სჭირდება დადებითი შედეგის დაფიქსირებამდე.

გორგაძის მომდევნო ბრძოლაში მეტოქე სეკივაკე ტაკაკეიშო იქნება.

Facebook Comments