ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის ქალაქ პოზნანის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პრესცენტრი ავრცელებს.
ტრადიციულად, პირველი რეისის მგზავრებს სიმბოლური საჩუქრები – ქართული ღვინო და შოკოლადები დაურიგდათ.
პოლონეთის „მუსიკალურ დედაქალაქად“ წოდებულ ქალაქ პოზნანში რეისებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან კვირაში ორჯერ შეასრულებს.
Facebook Comments