Advertisements

წლის ქორწილი ზუგდიდში

ზუგდიდში, რესტორან „ბაგრატიონში“ 14 სექტემბერს ქორწილი გაიმართა, რომელსაც დამსწრეებმა წლის საუკეთესო ქორწილი უწოდეს.

Nusagi

სიძე, შალვა ქობალია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შესყიდვების უფროსი სპეციალისტია, პატარძალი კი- ნია ​ბელქანია, კავკასიის უნივერსიტეტის მეორე კურსის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი.

ცერემოანიალზე დასასწრებად სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან: ამერიკიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან, ისრაელიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩავიდნენ. 

მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ პარლამენტის დეპუტატები მარიამ ჯაში, სიმონ ნოზაძე და ედიშერ თოლორაია. სუფრას უძღვებოდა ოჯახის უახლოესი მეგობარი, ბელარუსში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ვალერი კვარაცხელია, რომელმაც საუცხოოდ ითამადა და “ქართული სუფრის მასტერკლასი” ჩაატარა.

სიძე-პატარძალმა შალვა ქობალიამ და ნია ბელქანიამ ჯვარი დადიანების კარის ეკლესიაში ტრადიციების დაცვით დაიწერეს.. ჯვრისწერის ცერემონიალის შემდეგ პომპეზური ხელისმოწერის ცერემონიალი დადიანების სასახლის ეზოში გაიმართა. დარბაზის დიზაინზე იზრუნა ედემი გვარმიანმა, დიზაინერმა დარბაზი ცოცხალი ყვავილებითა და გასაოცარი დეკორაციებით გაალამაზა.

პატარძლის ულამაზესი კაბა სპეციალურად მისთვის შექმნა დიზაინერმა ნანა მელქაძემ. სადედოფლო ტორტი კი, ქუთაისში საკონდიტრო ”რაფაელომ” მოამზადა.

ქორწილში სიძე-პატარძალმა სტუმრებს მრავალი სიურპრიზი შესთვაზა. შესრულდა ქართლი ცეკვა „დაისი“ „დავლური“ და ევროპული „ტანგო“.

ქართველი ნეფე-პატარძლის საქორწილო სიმღერა რეგიონულმა გამოცემა STV.GE-მ გაავრცელა და სოციალურ ქსელში უამრავი პოზიტიური კომენტარი მიიღო. მეჯვარეების მიერ შესრულებულმა ცეკვა „დავლურმა“ და მათივე შექმნილმა სიმღერამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

„ფოსტალიონი“ ულოცავს ნიას და შაკოს ლამაზი ოჯახის შექმნას. უსურვებს უსაზღვრო ბედნიერებას, ჯანმრთელობას და შვილთა სიმრავლეს სიყვარული და სიხარული ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების თანმდევი.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული