Advertisements

პოლიციამ შამანი დააკავა, რომელიც პუტინის განდევნას აპირებდა

რუსეთში სამართალდამცველებმა იაკუტიაში მცხოვრები შამანი დააკავეს, რომელიც პუტინთან მიდიოდა, რათა მისი განდევნის რიტუალი ჩაეტარებინა.

Nusagi

შამანი ტრასაზე მიმავალი დააკავეს და შემდგომი საგამოძიებო მოქმედებებისთვის უახლოესი რეისით იაკუტიაი ჩაიყვანენ. 

პოლიციაში არ ადასტურებენ, რომ დაკავებული პირი შამანია, არც იმას აზუსტებენ, თუ კონკრეტულად რა დანაშაულში ედება ბრალი.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შამანის ნამდვილი სახელია ალექსანდრ გაბიშევი. გამოცემა Znak-ის ცნობით, ის იაკუტიიდან მოსკოვში ფეხით გაემართა პუტინის განდევნის რიტუალის ჩასატარებლად, რადგან ამის შესახებ მას „ღმერთმა უბრძანა“. შამანს თან 20-მდე პირი ახლდა, მათ შორის 2 ქალი. 

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული