სამართალი

ირმა ნადირაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი დაიბარეს. დეპუტატი საგამოძიებო უწყებაში ორშაბათს გამოცხადდება.

„შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დღეს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.

გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას პროკურატურა პერიოდულად მიაწვდის“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ირმა ნადირაშვილის განცხადებით, საქართველოს საადვოკატო წრეებთან დაახლოებული პირისგან, წყაროს გაუთქმელობის პირობით მიიღეს ინფორმაცია, რომ  თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული.

Facebook Comments