კრიმინალი

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 2 კაცს ხე დაეცა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 2 კაცს ხე დაეცა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. 

როგორც Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუმარტეს, ორივე მათგანი მსუბუქად დაშავდა, მათ თავის მიდამოებში ტრავმები აღენიშნებოდათ. ადგილზე სასწრაფო დამხმარების ეკიპაჟი იყო მობილიზებული, რომელმაც დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია და სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანა. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან კი დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა იქნება.

Facebook Comments