პოლიტიკა

მე, ხათუნა ხოფერია „ევროპულ საქართველოსთან“ და გიგა ბოკერიასთან პოლიტიკურ სივრცეში ვერ ვიქნები

ჩემთვის წარმოუდგენელია თანაცხოვრება გიგა ბოკერიასთან და „ევროპულ საქართველოსთან“. პოლიტიკურ სივრცეში მე ამათთან ერთად ვერ ვიქნები, -ამის შესახებ ხათუნა ხოფერიამ გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ადამიანები სისხლიანი რეჟიმის სამართალმემკვიდრეები არია და პასუხი არაფერზე უგიათ.

„ჩემთვის ძალიან რთულია თანაცხოვრება იმ ადამიანთან, რომელიც მეუბნება, რომ 26 მაისი იგივე იყო, რაც 20 ივნისს მოხდა. მე და ჩემს შვილებს გვაქვს ჭრილობები და ყველაფერი გვახსოვს. დღეს არ მინდოდა ამაზე მესაუბრა, მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელია თანაცხოვრება გიგა ბოკერიასთან და „ევროპულ საქართველოსთან“. პოლიტიკურ სივრცეში მე, ხათუნა ხოფერია ამათთან ერთად ვერ ვიქნები, რადგან ეს ადამიანები არიან სისხლიანი 9-წლიანი რეჟიმის სამართალმემკვიდრეები. მათ ამაზე პასუხი არ უგიათ. როდესაც მე მეცოდინება, რომ მათ აღიარეს, გააცნობიერეს და დაისაჯნენ, მერე ვიფიქრებ მათთან თანაცხოვრებაზე თუნდაც პოლიტიკურ სივრცეში“,-განაცხადა მან.

ხათუნა ხოფერიას თქმით, ეს ადამიანები დღესაც არ აძლევენ ქვეყანას მშვიდად ცხოვრების საშუალებას.

„ისინი ამ ქვეყნის მტრები არიან, რომლებმაც ქვეყანაში ჩამოიყვანეს ანტიტრამპისტული ჯგუფი, კონფერენცია ჩაატარებინეს, პარლამენტის თავმჯდომარე მივიდა, იქ იჯდა და მერე პარლამენტის ვიცე-სპიკერს შეურაცხყოფა მიაყენეს, ამათთან თანაცხოვრებას არ ვიცი, როგორ შევძლებ, თუმცა მზად ვარ, დავჯდე, ვესაუბრო და შევუმსუბუქო ქართული პოლიტიკიდან წასვლის გზა“,-განაცხადა მან.

Facebook Comments