პოლიტიკა

სწორედ 2004 წლის 21 სექტემბერს ღვთისმშობლის უხილავი შემწეობით დავტოვე საქართველო

„დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, გიგლა ბარამიძე საზოგადოებას ღვთისმშობლის შობის დღეს ულოცავს და წლების წინ, ამ დღეს თავს გადახდენილ ამბავს ყვება.

„ძვირფასო მეგობრებო, მოკრძალებით და დიდი სიყვარულით გილოცავთ დღევანდელ დღეს, რომელსაც ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის სხვა დატვირთვაც აქვს, გაცილებით უფრო მცირე, მაგრამ მაინც…..

სწორედ 2004 წლის 21 სექტემბერს , დილის 7 საათზე , ნაციონალური მოძრაობის პირსისხლიანი და კაცთმოძულე ჯალათები მოადგნენ ჩემს ბინას, თავიანთი სექტანტური შაბაშისთვის უდანაშაულო მსხვერპლის შესაწირად… მაგრამ ვერ მიიღეს!!!

ვერ ჩამიგდეს ხელთ! სწორედ ღვთისმშობლის უხილავი შემწეობით, სწორედ იმ წუთებში მე უკვე საქართველოს ვტოვებდი ხელისუფლებისგან ვერგაკონტროლებული საზღვრის გზით…… როგორც დევნილი, ძებნილი, არალეგალი( შემდგომ კი უკვე როგორც პოლიტიკური დევნილი).

9 , უსაშველოდ გაწელილი წლის მანძილზე მიმოვეხეტებოდი ერთი ქვეყნიდან მეორეში, მერედან მესამეში…. მეთერთმეტეში ყველგან, გასაჭირსა თუ ტკივილში, უიმედობასა თუ სევდაში, სიხარულსა თუ სიმხნევეში, ყველგან, ყოველ დღეცისმარე დღეს დედა ღვთისმშობლის მადლის თანამზრუნველობას ვგრძნობდი….და არსად ისე არ არის ეს შესაცნობი, როგორც იძულებით ლტოლვილობაში…. ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ….“,-წერს გიგლა ბარამიძე.

Facebook Comments