სპორტი

„ბარსელონამ“ ბოლო 25 წელიწადში სეზონის ყველაზე ცუდი სტარტი აჩვენა

„ბარსელონამ“ ბოლო 25 წელიწადში სეზონის ყველაზე ცუდი სტარტი აჩვენა. ესპანეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში კატალონიური გუნდი სტუმრად „გრანადასთან“ 0:2 დამარცხდა და სატურნირო ცხრილის მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

შეხვედრის დასაწყისშივე, მე-2 წუთზე ანგარიში რამონ აზიზმა გახსნა, 66-ე წუთზე კი ალვარო ვადილიომ 11-მეტრიანი ნიშნულიდან „გრანადას“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.

ხუთი ტურის შემდეგ ერნესტო ვალვერდეს შეგირდებმა მხოლოდ 7 ქულის მოპოვება შეძლეს. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ ჯერ სტუმრად არც ერთი მატჩი მოუგია. მათ ანგარიშზე 2 გამარჯვება, 2 მარცხი და 1 ფრეა.

Facebook Comments