უცხოური მედია

ბრიტანეთში პირველკლასელებს საკუთარი გენიტალიების სტუმულირებას შეასწავლიან

ბრიტანეთში, უორიკშირის საგრაფოს დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს შეასწავლიან საკუთარი გენიტალიებზე შეხებას და „სტიმულირებას“,-ამის შესახებ The Daily Mail იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, საპილოტე პროგრამა უკვე ჩაეშვა და საგრაფოს 241 დაწყებით სკოლაში მომავალი წლიდან სავალდებულო იქნება. ახალი პროგრამის ფარგლებში  All about me (ყველაფერი ჩემს შესახებ) მასწავლებლებს სთავაზობენ, აუხსნან 6-დან 10 წლამდე ბავშვებს, რომ „ბევრს მოსწონს საკუთარი თავის მოფერება, რადგან ეს სასიამოვნოა“. ასევე, მოსწავლეებს აუხსნიან, რომ საკუთარი გენიტალიების „თათუნი  და ფერება“ შეიძლება და მიუხედავად იმისა, რომ ზოგისთვის ასეთი ქცევა მიუღებელია, რეალურად ეს სრულიად ნორმალურია. ამასთან, პედაგოგებმა უნდა განმარტონ, რომ საკუთარი თავის მოფერება შეიძლება შხაპის ქვეშ, სააბაზანოში, ან საწოლში და არავითარ შემთხვევაში – სახალხოდ. 

პროგრამა All about me მოიცავს ადამიანური ურთიერთობების მთელ სპექტრს: ოჯახურ კავშირებს, მეგობრობას, ონლაინ-უთიერთობას, პრივატულობის გაგებასა და უსაფრთხოების წესებს. 

შეთავაზებული პროგრამით აღშფოთებულია მშობლების დიდი ნაწილი. „ჩემმა ცოლი ატირდა, როდესაც ამის შესახებ შეიტყო, ჩვენი შვილების სექსუალიზაცია დაუშვებელია. ისინი ამას „შეხებას“ უწოდებენ და არ ხმარობენ სიტყვა: „მასტურბაციას“, თუმცა ეს ზუსტად ისაა“,-ამბობს გამოცემასთან საუბრისას უორიკშირის საგრაფოს სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მამა. 

საგრაფოს ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ პირიქით, პროგრამა ბავშვების ასაკსა და განვითარებასთან თანხვედრაშია. „ზოგმა შესაძლოა, ეს მიიღოს როგორც ზედმეტად მგრძნობიარე, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, ბავშვებმა მიიღონ სწორი ინფორმაცია ამ მნიშვნელოვან და ხშირად იგნორირებად მოვლენაზე“,-ნათქვამია საგრაფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პოლიტიკოსთა ნაწილი, რომლებიც თავდაპირველად მხარს უჭერდა აღნიშნულ პროექტს, ახლა, როდესაც საბოლოო შედეგს გაეცნო, აცხადებენ, რომ პროგრამა გადასახედია. 

Facebook Comments