კრიმინალი

დოლიძის ქუჩაზე ხის დაცემის შედეგად დაშავებული კაცი რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება

თბილისში დოლიძის ქუჩაზე ხის დაცემის შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა. მას რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

21 სექტემბერს ძლიერი ქარის დროსდოლიძის ქუჩაზე 2 კაცს ხე დაეცა.

თბილისში ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მთელი ღამის განმავლობაში 30 შეტყობინება შევიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შეტყობინებები ძირითადად ეხებოდა ხეების წაქცევის, ტოტების მოტეხვისა და სახურავების დაზიანების ფაქტებს. ყველა შემთხვევაზე ადგილზე გავიდნენ სამაშველო ჯგუფები.

Facebook Comments