პოლიტიკა

თალაკვაძე: მთავარია პრეზიდენტმა შეწყალების წესების შეცვლაზე შემხვედრი პოზიცია გამოთქვა

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შეწყალებების საქმესთან დაკავშირებით “ფაქტია, რომ პრეზიდენტი თავად იყო უკმაყოფილო გადაწყვეტილებით, რომელიც მოამზადეს”. არჩილ თალაკვაძის თქმით, “რაც მთავარია, პრეზიდენტმა შემხვედრი პოზიცია გამოთქვა შეწყალების წესების შეცვლასთან დაკავშირებით”. ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებს უთხრა. მის კომენტარს 1tv.ge ავრცელებს. 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი მზად არის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ამ საკითხებზე სათანამშრომლოდ.

“ვფიქრობთ, ამ დისკუსიამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში სახელისუფლებო შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის სისტემა არსებობს, პარლამენტს, პრეზიდენტს, მთავრობას ერთმანეთთან აქვთ კონსტიტუციით გათვალისწინებული ურთიერთობები. პრეზიდენტი არის ზეპარტიული თანამდებობა და ამ შემთხვევაში ჩვენი პარტიის პოზიციები შეწყალებასთან დაკავშირებით იყო უარყოფითი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

Facebook Comments