მოგზაურობა

თურქეთის სასტუმროში ტურისტებს უცნაური მომსახურება შესთავაზეს

თურქეთში, ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავებულ ტურისტებს უცნაური მომსახურება შესთავაზეს, ინფორმაციას ტუროპრეტორთა ასოციაცია ავრცელებს.

კერძოდ, მათ შეუძლიათ დრო „სტრესის მოსახსნელად“ სპეციალურ ოთახში გაატარონ. ამ ოთახში ნებადართულია ჭურჭლის, ტექნიკის და სხვა საგნების დამტვრევა. სტუმრებს ამისთვის სპეციალური დამცავი ტანსაცმელი გადაეცემათ. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ ოთახის დარბევა.  

სტრესის მოხსნის ეს მეთოდი პოლონელმა მწერალმა სტანისლავ ლემომ მოიფიქრა. სასტუმროს მფლობელის ინფორმაციით, ოთახის მომსახურებით ყველაზე ხშირად 18-დან 38 წლამდე კაცები სარგებლობენ. ისინი ძირითადად ბიზნესის და IT ტექნოლოგიების სფეროში არიან დასაქმებულები. 

Facebook Comments