ხელოვნება და კულტურა

ხატია ბუნიათიშვილის კონცერტის ბილეთები 25 წუთში გაიყიდა

ონლაინპლატფორმა biletebi.ge-ს ინფორმაციით, ხატია ბუნიათიშვილის კონცერტის ბილეთები 25 წუთში გაიყიდა.

„რიგში 1521 მომხმარებელი იდგა და კახიძის მუსიკალური ცენტრის 900-ადგილიანი დარბაზი გაიყიდა ზუსტად 25 წუთში“, – აცხადებენ ონლაინ პლატფორმის წარმომადგენლები. 

„ხატია ბუნიათიშვილი პირველი ქართველი შემსრულებელია, რომლის კონცერტზე დასასწრებ ბილეთებზე უპრეცენდენტო მოთხოვნის გამო, ონლაინ რიგის სისტემის დაყენება გახდა აუცილებელი“, წერს პლატფორმა Facebook-ის გვერდზე. 

ხატია ბუნიათიშვილისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის 29 სექტემბრის კონცერტის ბილეთები მხოლოდ Biletebi.ge-ზე გაიყიდა. 

Facebook Comments