ბიზნესი უცხოური მედია

„ჰილტონის“ ქსელის სასტუმროების მფლობელი, ბერონ ჰილტონი გარდაიცვალა

May 03, 2008 - Flying M Ranch, Nevada, USA - Hotel magnate BARRON HILTON, 80, poses for a portrait outside an old stage coach stop Saturday, May 3, 2008 on his ranch, the 'Flying-M' in Lyon County, Nevada, 60 miles south of Reno. A sign from the Mobley Hotel of Cisco, Texas hangs outside the stage stop. The Mobley hotel was Conrad Hilton's-Barron's father-first hotel (Credit Image: David Calvert/ZUMAPRESS.com)

Hilton-ის ქსელის სასტუმროების მფლობელი ბერონ ჰილტონი 91 წლის ასაკში საკუთარ სახლში, ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა. ამის შესახებ CNN იუწყება.
ბიზნესმენი „ ბუნებრივი მიზეზებით“ გარდაიცვალა,- ამბობენ ჰილტონების ოჯახის მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ორგანიზაციაში Conrad N. Hilton Foundation.

ბერონ ჰილტონი 1927 წელს დაიბადა „ჰილტონის“ ქსელის სასტუმროების დამაარსებლის, კონრად ჰილტონის ოჯახში. კორპორაციის პრეზიდენტი პირველად 1966 წელს გახდა, როდესაც მამამისი პენსიაზე გავიდა. ბერონ ჰილტონი ამ თანამდებობას 30 წელი იკავებდა და თანამედროვე „სასტუმრო იმპერიის“ შექმნა მოახერხა. 2007 წლამდე ის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. 

მეორე მსოფლიო ომის დროს ბერონ ჰილტონი ფლოტში მსახურობდა, გარდა ამისა, მან დააარსა საფეხბურთო გუნდი Chargers. ჰილტონი ცნობილი იყო თავისი ქველმოქმედებითაც. 

ბერონ ჰილტონის მეუღლე მერილინი 2004 წელს გარდაიცვალა. წყვილს 8 შვილი, 15 შვილიშვილი და 4 შვილთაშვილი დარჩა. 

Facebook Comments
თეგები