მოგზაურობა

23 სექტემბრიდან თბილისი-ბათუმის რეისზე ერთ-ერთი მატარებელი მოიხსნება

23 სექტემბრიდან თბილისი-ბათუმის ერთ-ერთი სამგზავრო მატარებელი რეისიდან მოიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს რკინიგზა” ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი მატარებლის მოხსნის მიზეზი საკურორტო სეზონის დასრულების გამო მგზავრთნაკადის შემცირებაა. 

“ყველა იმ პირს, ვინც 23 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნულ რეისზე შეიძინა სამგზავრო დოკუმენტი, საშუალება აქვთ ბილეთები დააბრუნონ “საქართველოს რკინიგზის” ნებისმიერ სალაროში. ბილეთის საფასური 100% ანაზღაურდება მომსახურეობის საკომისიოს ჩათვლით”, – წერია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში. 

Facebook Comments