კრიმინალი

თელავში მამაკაცმა ცოლი მოკლა

კახეთის რეგიონში, მამაკაცმა მეუღლე მოკლა თავად კი სხეულზე ჭრილობა აღენიშნება.

ადგილობრივების ინფორმაციით, მეუღლეები ერთმანეთს დაცილებული იყვნენ. ქალი დუბაიში ცხოვრობდა, საიდანაც რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ოჯახური კონფლიქტი გახდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Facebook Comments