კრიმინალი

კორპუსიდან გადავარდნილი მოზარდი კლინიკაში გარდაიცვალა

ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადავარდნილი 14 წლის გოგო გარდაიცვალა. ინფორმაციას Info Rustavi ავრცელებს.

მოზარდი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ იყო გადაყვანილი, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მოტეხილობებით მოათავსეს. 

სამედიცინო დაწესებულებაში განმარტეს, რომ გოგოს მდგომარეობა მძიმე იყო და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Facebook Comments