სამართალი

ლევან კობერიძე თამარ ალანიას: თქვენც ერთ-ერთი ცუდი იყავით და ახლა კარგი ხდებით?

თქვენც ერთ-ერთი ცუდი იყავით და ახლა კარგი ხდებით? ანუ ეთანხმებით „ქართული ოცნების“ ამ მოსაზრებას? – ამ კითხვით მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ მოსამართლეობის კანდიდატს, თამარ ალანიას.

„ქართული ოცნების“ ყველაზე მთავარი დაპირება იყო, რომ „კლანისგან“ და იმ რეჟიმისგან უნდა გაწმენდილიყო სასამართლო სისტემა. თუმცა, შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ მოხდა აზრის ტრანფორმაცია და შემოვიდა ასეთი ცნება – ისინი ცუდები კი იყვნენ, მაგრამ ისინი ახლა ხდებიან კარგები და კითხვა მაქვს ასეთი – თქვენც ერთ-ერთი ცუდი იყავით და ახლა კარგი ხდებით? ანუ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?“- ჰკითხა დეპუტატმა თამარ ალანიას.

თამარ ალანიას განცხადებით, „ზოგადად, პოლიტიკოსების მოსაზრებებს არ ეთანხმება“.

მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ „ცუდმა ადამიანმა შეიძლება კარგი საქმით დაამტკიცოს კარგი ადამიანობა“ .

„ეს ნიშნავს იმას, რომ საქმიანობას ვახორციელებდი კანონის შესაბამისად და იმ კანონის შესაბამისად გავაგრძელებ, რომელსაც თქვენ როგორც პარლამენტის წევრი მიიღებთ“, – აღნიშნა თამარ ალანიამ.

Facebook Comments