ქართველმა მოფარიკავეებმა საერთაშორისო ტურნირებზე ოქროს მედლები მოიპოვეს

ქართველმა მოფარიკავეებმა უზბეკეთსა და ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებით იასპარეზეს.
საქართველოს ნაკრებმა 3 სპორტსმენით იასპარეზა და სამივე მათგანმა ოქროს მედალი მოიპოვა.

საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ტაშკენტში უმაღლესი სინჯის მედალს მაია გუჩმაზოვა დაეუფლა, რომელმაც დაშნით მოფარიკავეთა შორის გამართული შეჯიბრის ფინალში რუსი მარინა კასაევა დაამარცხა. ხმლით მოფარიკავეთა შორის პლოვდივში გამართულ ტურნირზე კი უმაღლეს საფეხურზე სანდრო ბაზაძე და ლიკა ჯიჯეიშვილი ავიდნენ. გადამწყვეტ შეხვედრაში ბაზაძემ ბრიტანელ ჯეიმს ჰანიბონს, ხოლო ჯიჯეიშვილმა აზერბაიჯანელი ანა ბაშტა დაამარცხა.

Facebook Comments

ახალი დადებული