სპორტი

საბა ლობჟანიძემ დანიის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა

Nusagi

საბა ლობჟანიძემ დანიის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა. ქართველის „რანდერსმა“ მე-10 ტურის შეხვედრაში „ჰორსენსს“ უმასპინძლა. ლობჟანიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 84 წუთი გაატარა. თავის გამოჩენა კი 22-ე წუთზე შეძლო. ქართველმა ანგარიში გაათანაბრა.

რანდერსმა საბოლოოდ 2:1 გაიმარჯვა. საბამ 10 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

ლობჟანიძის რანდერსმა 14 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,599,865 ნახვა
%d bloggers like this: