კრიმინალი

ახმეტაში ახალგაზრდა კაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს

ახმეტაში, ზემო ხოდაშენში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე კაცის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა 25 სექტემბერს მოხდა.

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილი 1986 წელს დაბადებულია. უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

შემთხვევის ადგილზე ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

Facebook Comments