განათლება

მეცხრეკლასელმა ნუცა თავართქილაძემ მარტივად თქვა ის, რაც ყველა მასწავლებელს უნდა ახსოვდეს

მეცხრეკლასელმა ნუცა თავართქილაძემ მარტივად თქვა ის, რაც ყველა მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, -ამის შესახებ კერძო სკოლა “ლოგოსის“ სამეცნიერო ხელმძღვანელი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს.

„ჩემს მოსწავლეებთან წინა ჯერზე სკოლის მთავარ მიზნებზე ვსაუბრობდით და დღეს, როდესაც ერთმა მათგანმა დავალება მოიტანა, მისი ერთი ფრაზა ძალიან მენიშნა. ვთხოვე ფერად ფურცელზე ამოებეჭდა და ზედ თავისი სახელი, გვარი და კლასიც მიეწერა. მალევე ამომიტანა ჩემს ოთახში და სკამის უკან კედელზე გავაკარი – დაე, ყველამ წაიკითხოს, ვინც შემოვა.

ეს მეცხრეკლასელი ნუცა თავართქილაძეა – კარგი, გონიერი და ლამაზი გოგო, რომელმაც მარტივად თქვა ის, რაც ყველა მასწავლებელს უნდა ახსოვდეს და სასკოლო კულტურის უცილობელი გამოხატულება იყოს“,-წერს გია მურღულია.

გია მურღულიას პოსტს ნუცა თავართქილაძის ბებია, ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი გამოეხმაურა.

„გიორგი მახარაშვილის მდგომარეობაში ვარ, საკუთარი შვილის სახელს და გვარს რომ წაიკითხავს კედელზე და გაგიჟებისგან ხმამაღლა ყვირის. ასე ვარ ამწუთას. გია მურღულიამ ჩემი პირველი შვილიშვილის, ნუცას ჩანაწერი გამოაქვეყნა. უღრმესი მადლობა, გია. აქვე ხაზს გავუსვამ, რომ გიამ არ იცოდა, რომ ნუცა ჩემი შვილიშვილია. ყოველგვარი ჩაწყობის გარეშე მოხდა, სიტყვაზე უნდა მენდოთ.ვერცერთს ვაკადრებდი ამას“,-წერს ნინო ზაუტაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments