სოციალური ქსელები და მედია

რუსთავი2-ს მისი ნამდვილი სახე დუბრუნდა

25 სექტემბერს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვებეა “კურიერი” კვლავ ეთერში გავიდა.

13 წლის შემდეგ “კურიერის” წამყვანი კვლავ ნათია ლაზაშვილია.

ლაზაშვილს “კურიერის” პირველ ეთერში ის პიჯაკი ეცვა, რომლითაც 13 წლის წინ “რუსთავი 2” დატოვა.

“ზუსტად 13 წლის შემდეგ “რუსთავი 2”-ზე თქვენ უყურებთ “კურიერს” 9 საათზე ნათია ლაზაშვილთან ერთად. 24 წლსი წინ მე ვიყავი ის ჟურნალისტი, რომელმაც ჩემს კოლეგებთან ერთად, პირდაპირ ეთერში გაიყვანა “რუსთავი 2″-ის საინფორმაციო სამსახური. ზუსტად 13 წლის წინ კი მე ამ ტელევიზიის დატოვება მომიხდა. ვბრუნდები, რადგან ვთვლი, რომ ეს ტელევიზია არ უნდა იყოს გათიშული, ეს სტუდია კი – ჩაბნელებული”, – განაცხადა ლაზაშვილმა.

Facebook Comments
თეგები

ავტორის შესახებ

Info Postalioni