კრიპტოვალუტა

სავალუტო ჯიხურების ნაწილში ერთი დოლარის ღირებულება სამი ლარია

ლარი გაუფასურებას განაგრძობს – სავალუტო ჯიხურების ნაწილში ერთი დოლარის ღირებულება სამი ლარია, ნაწილში კი ოდნავ ნაკლები. ეროვნული ბანკი ბაზარზე 40 მილიონი დოლარის გაყიდვას გეგმავს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, სავარაუდოდ, ამას ექნება დადებითი შედეგი და უახლოეს პერიოდში დადებითი ტრენდი შეიქმნება.

„ინტერვენცია ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მექანიზმია და ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს ზომა დაგვეხმარება ინფლაციაზე ზეწოლის შემცირებაში. საქართველომ გაიარა საგარეო შოკი, ექსპორტი კარგი ტემპით იზრდება, გვაქვს იმპორტის შემცირების ტენდენცია, რაც დადებითი დინამიკის შექმნის წინაპირობას ქმნის. ჩვენი ამოსავალი არის ინფლაცია და არა გაცვლითი კურსის რომელიმე ნიშნული“, – განაცხადა გვენეტაძემ.

როგორ აისახება საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერვენციას ლარის გაცვლით კურსზე, საღამოს 17:00 საათზე გაირკვევა.

Facebook Comments