ეს საინტერესოა

სახელები, რომლებმაც ბავშვს შესაძლოა, სიმდიდრე და წარმატება მოუტანონ

ბავშვის ტანსაცმლის ელიტურმა მაღაზიამ HushHush იმ სახელების სია შეადგინა, რომლებმაც ბავშვს შეიძლება წარმატება მოუტანონ.

სიაში ქალის 10 და მამაკაცის 10 სახელი მოხვდა, რომლებიც უფრო ხშირად გვხვდება მილიარდერებში.

ჩამონათვალის შეასადგენად, მაღაზიამ გამოიყენა კლიენტების მონაცემები, ასევე  ბრიტანეთის 1000 ყველაზე მდიდარი ადამიანის რეიტინგი Sunday Times-დან. 

ბიჭებისთვის წარმატების მომტანი, ყველაზე პოპულარული სახელები აღმოჩნდა: ჯონი, დევიდი, ტომი, უონგი, ბილი, ჩარლზი, მაიკლი, რობერტი, მუჰამედი და ჯიმი. 

ქალ მილიარდერებში ყველაზე ხშირია სახელები: მერი, ჯუდიტი, სოფია, ანა, ვიქტორია, ელისაბედი, აბიგაელი, კიმი, მაკკენზი და კრისტენი. 

მაღაზიის დამაარსებელმა აარონ ჰარლინმა იმედი გამოთქვა, რომ სია დაეხმარება მშობლებს, ბავშვისთვის „იდეალური სახელის“ შერჩევაში, რაც მათ ცხოვრებაში წარმატების შანსებს გაუზრდის.

Facebook Comments
თეგები