სპორტი

სამშობლოში დაბრუნებულ ლაშა ტალახაძეს გულშემატკივრები ემოციურად დახვდნენ

ტრიუმფალური ასპარეზობის შემდეგ ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას და სხვა ქართველ ძალოსნებს გულშემატკივრები, ძალოსნობის ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ. ლაშა ტალახაძესთან შეხვედრამ ემოციების ფონზე ჩაიარა. 

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გუშინ, 27 სექტემბერს, 3 ოქროს მედალი მოიპოვა.

Facebook Comments