მეცნიერება

ილონ მასკმა უცხოპლანეტელების შესახებ აზრი გამოთქვა

მილიარდერ ილონ მასკს მიაჩნია, რომ უცხოპლანეტელები არ არსებობენ. ამის შესახებ მან ახალი რაკეტის Starship-ის პრეზენტაციაზე განაცხადა. 

მასკის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის ვარაუდები, მას არანაირი ნიშანი არ უნახავს არამიწიერი ცივილიზაციის არსებობის. „რამდენადაც ვიცით, სამყაროში ჩვენ ვართ ერთადერთი ცოცხალი, გონიერი არსებები“,-განაცხადა მან.  

9 სექტემბერს აშშ-ს როჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ირმის ნახტომში შესძლოა, მრავალი უცხოპლანეტური ცივილიზაცია არსებობდეს, რომლებიც გალაქტიკას ითვისებენ ნელი ტემპით და კაცობრიობასთან კონტაქტის დამყარება ჯერ ვერ მოასწრეს. 

Facebook Comments