სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ურუგვაი 33-7 დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა იაპონიაში, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველებმა ურუგვაის ნაკრებს ანგარიშით 33-7 მოუგეს და პრემიალური ქულის მოპოვებაც შეძლეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ოთარ გიორგაძე დასახელდა. ლელო ალექსანდრე თოდუამ, ოთარ გიორგაძემ, ლევან ჩილაჩავამ, ჯაბა ბრეგვაძემ და გიორგი კვესელაძემ დადეს. ხოლო თედო აბჟანდაძემ ოთხი წარმატებული გარდასახვა შეასრულა.

მიმდინარე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს 1 გამარჯვება და 1 წაგება დაუგროვდა. შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ფიჯის წინააღმდეგ გამართავს.

Facebook Comments
თეგები