მედიცინა

რუმინელი ნეიროქირურგი – ბევრმა არ იცის, რომ ტვინის დაავადებებს ჩვენვე ვიწვევთ


ტვინისთვის მავნებელია, როდესაც ცუდად ისაუზმებთ, ან საერთოდ ვერ მოასწრებთ, როდესაც მიირთმევთ მანქანაში და ერთდროულად ტელეფონზე საუბრობთ, როდესაც ეწევით, სვამთ და მუდმივად სტრესულ სიტუაციაში იმყოფებით.

ჩვენ მუდმივად ვძაბავთ ტვინს, მაგრამ სამაგიეროდ არაფერს ვაძლევთ,-წერს გამოცემა Bucataria Noastra.

„თქვენს ტვინს სჭირდება სუფთა, ჯანმრთელი საკვები ცხიმის გარეშე. მაგრამ ნუ იტყვით უარს ტკბილზე, მიიღეთ თუნდაც თაფლი. ტვინს მოწონს შოკოლადი და სჭირდება წყალი. მაგრამ ყველაზე მეტად უყვარს ღიმილი“, – ამბობს ვლად სიურევა, რუმინელი ექიმი, რომელიც 50 წელია, ნეიროქირურგად მუშაობს. პროფესორი და გამოცდილი ექიმი უკვე 10 წელია რუმინეთში, Bagdasar-Arseni-ს საავადმყოფოს მთავარი ექიმია და ტვინზე 23 000-ზე მეტი ოპერაცია აქვს ჩატარებული. მისი ყველაზე პატარა პაციენტი 2 დღის იყო. 

მან ყველაზე კარგად იცის, რომ ტვინის დაავადებები ჩვენივე გამოწვეულია. და ძალიან ცოტამ იცის, როგორ დაიცვას და გააძლიეროს ეს ორგანო. 

„თუ პლანშეტში/ტელეფონში „ჩარჩით“, ნუ ელით, რომ ტვინი მადლობას გადაგიხდით. დღეს ადამიანები მხოლოდ ფეისბუქით და სხვა სოციალური ქსელებით ურთიერთობენ. ეს არასწორია. ჩვენ ჯგუფურად ცხოვრებისთვის ვართ შექმნილი და არა იზოლაციისთვის“,-აცხადებს პროფესორი. 

ჯანმრთელი ტვინისთვის პირველი ნაბიჯები რაც შეიძლება ადრე უნდა გადაიდგას, გააღეთ ფანჯრები, შეისუნთქეთ სუფთა ჰაერი, გააკეთეთ ელემენტარული სავარჯიშოები და არ დაგავიწყდეთ 2 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი. 

„პირველი კუჭ-ნაწლავის ტრაქტს უწყობს ხელს, მეორე ჭიქას კი, მოქმედებაში მოჰყავს მთელი „ლოკომოტივი“. უფრო სწორად, გაღვიძებაში გვეხმარება. 

ძილის დროს ტვინს არ სძინავს, ის ბეჯითად მუშაობს, რათა შინაგან ორგანოებს შეუწყოს ხელი, მაგრამ ის კიდევ ერთ მნიშვნელოვან საქმეს გვიკეთებს. 

თუ ადამიანი იძინებს მისთვის ძნელად გადასაჭრელი პრობლემით და არ იცის, როგორ მოიქცეს, დილით მას პასუხი ექნება. ტვინმა კავშირი დაამყარა აზრებს, განსჯასა და მეხსიერებასთან, დილით კი, იდეას შემოგთავაზებთ. ამიტომ, დაივიწყეთ უძილო ღამეები“,-აცხადებს ნეიროქირურგი. 

ტვინს არ უყვარს ცხიმი, თუთუნი და ალკოჰოლი, მაგრამ უყვარს შავი შოკოლადი.

სიგარეტი ტვინს ისევე ვნებს, როგორც გულს.

თუ ხორცის მოყვარული ხართ, ნუ გააკეთებთ მასზე ეკონომიას და იყიდეთ ის, რაც სასარგებლოა. სჯობს, დაბალკალორიული – ინდაური, ან თევზი. ხორცს ტვინისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს, თუმცა სხეულისთვის საჭიროა. 

ტვინს მარილიც არ უყვარს, არც ტკბილეული, რომელშიც ბევრი შაქარია. შავი, ნატურალური შოკოლადი, ცხელი, ნატურალური კაკაო, თაფლი – ეს ის ტკბილეულია, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონს თქვენს ტვინს. 

სადილი დაბალანსებული უნდა იყოს, იცოდეთ ზომა. მიანიჭეთ უპირატესობა წყალს და არა წვენებს. 

ტვინს მაქსიმალური აქტივობის ორი წერტილი აქვს: 10.00-დან -12.00-მდე და 16.00-დან 18.00-სთ-მდე. თუ ის დაიღალა, მიაწოდეთ ცოტა ყავა) მაგრამ სვით ნელა.

ტვინის საუკეთესო მეგობარია ჩვეულებრივი, ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი ღიმილი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია დროზე გაექცეთ დარდს, მონოტონურობას და წვრილმანებით სიხარული ისწავლოთ. 

გულმავიწყობა მხოლოდ უფროსების დამახასიათებელი თვისება არ არის, ის საკმაოდ ხშირია ახალგაზრდებშიც. ალცჰეიმერის დაავადების შესაჩერებლად, უნდა ავარჯიშოთ მეხსიერება. 

ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობები, ისეირნეთ, იმოგზაურეთ, შეიცანით მსოფლიო, უყურეთ ფილმებსა და სერიალებს, რომლებიც არა მხოლოდ საინტერესოა, არამედ რაღაცასაც გასწავლით, ამოხსენით კროსვორდები და თავსატეხები. 

ტვინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სიარული. თუ დადიხართ, არსებობთ. სამი მთავარი რამ: მეტყველება, წერილი, მოძრაობა. ბევრს დაავიწყდა, რა არის და როგორ ისიამოვნოს მუსიკით და რაც ყველაზე ცუდია, არ სურთ ცეკვა. დამტკიცებულია, რომ ცეკვა ალცჰეიმერის ადრეულ განვითარებას ხელს უშლის. 

ღამის კარგი ძილი 6 საათზე ნაკლები არ უნდა გრძელდებოდეს, ის ტვინს ნაგვისგან ათავისუფლებს. 

დაწექით 22:00 სთ-ზე, გამორთეთ ტელევიზორი და კომპიუტერი დაძინებამდე 1 ან 2 საათით ადრე, ამის მაგივრად, წაიკითხეთ წიგნი. ის კარგი დასვენებისთვის განგაწყობთ“,-ამბობს პროფესორი.

Facebook Comments
თეგები