სოციალური ქსელები და მედია

სტრატეგია აღმაშენებელი – „პარტიული მაიმუნობა ყოფილა!“

რამდენიმე დღეა, ინტერნეტში აქტიური პოპულარიზაცია მიმდინარეობს ვიდეორგოლის, სტრატეგია „აღმაშენებლის“ შესახებ, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებლებს ახალი სტრატეგიული ვიდეოთამაში ეგონათ. 

კლიპის გამოსვლის ნახვის შემდეგ  კი, აღმოჩნდა, რომ ეს გიორგი ვაშაძის ავტორობით შექმნილი სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიული გეგმაა. კლიპში „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილი სახეები ჩანან, რამაც კომპიუტერული თამაშის მოყვარულებში დიდი იმედგაცრუება გამოიწვია, საზოგადოების ნაწილში კი, აღშფოთება.

„პარტიული მაიმუნობა ყოფილა“, „მეგონა რაღაც მაგარი თამაში იქნებოდა“, „გეთქვათ თავიდანვე, პარტიული თუ იყო“, „ახლა დავითის სახელით ინიღბებით?“,  „აუ, ეს ნაცების გადაცემაა?“, „რა ნაცები, ღადაობთ“,-წერენ ფეისბუქმომხმარებლები.


Facebook Comments