სოციალური ქსელები და მედია

ერთი რუსთავი-2 გვქონდა, ახლა სამი გვაქვს, ათი წყვილი თვალი გინდა, ამათ რომ უყურო

„ერთი ქართული ზღაპარია, მელია და მწყერჩიტა ქვია- გლეხმა სახრე მოუქნია მწყერჩიტას, მაგრამ ის სწრაფად გასრიალდა, სახრე ხარს მოხვდა რქაში და მოსტეხა. მელია იცინის, იცინის, კვდება სიცილით.

ხოდა, საზღაპრო ხალხი ვაააართ, ერთი რუსთავი-2 გვქონდა და ახლა სამი გვაქვს, იყო დრო, გაზეთების ბუმი იყო ამ ქვეყანაში და ყველა მოსახვევში რედაქცია იხსნებოდა, ახლა ტელევიზიების ბუმია, ათი წყვილი თვალი უნდა გქონდეს ადამიანს,ამათ რო უყურო, მაგრამ ესეც გაივლის, მთავარია მწყერჩიტასთვის მოქეულმა სახრემ ხარს რქა არ მოსტეხოს!“,-წერს ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments