ხელოვნება და კულტურა

თბილისის საკრებულო ერთ-ერთ გეოგრაფიულ ობიექტს გია ყანჩელის სახელს მიანიჭებს.

საქართველოს სახალხო არტისტის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, გია ყანჩელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულო განცხადებას ავრცელებს.

„კომპოზიტორის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოს კულტურისთვის. საერთაშორისო მნიშვნელობისაა ის უკვდავი საგანძური, რომელიც გია ყანჩელმა დაგვიტოვა.

ვუსამძიმრებთ ოჯახს და სრულიად საქართველოს.

თბილისის საკრებულო გამოდის ინიციატივით, თბილისში არსებულ ერთ-ერთ გეოგრაფიულ ობიექტს გია ყანჩელის სახელი მიენიჭოს. ობიექტის შერჩევის და სახელდების პროცედურებს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია კომპოზიტორის ოჯახისა და დაინტერესებული მოქალაქეების აზრის გათვალისწინებით განახორციელებს“,-ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments