Advertisements

ნოდარ მელაძე პროკურატურაში დაიბარეს

“რუსთავი2”-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

Nusagi

საგამოძიებო უწყებაში მას ხვალ, 11:00 საათზე ელოდებიან.

ნოდარ მელაძის დაბარება სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა.

შეგახსენებთ, გუშინ ამავე საქმეზე გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილიც გამოიკითხნენ.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული