პოლიტიკა

ტრამპი ჩემთან ერთად იმიტომ დადიოდა, რომ წარმატებასთან უნდოდა ასოცირება

Nusagi

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მასთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში, თეატრებსა და რესტორნებში დადიოდა, რადგან წარმატებასთან ყოფილიყო ასოცირებული.

ამის შესახებ სააკაშვილმა ოდესაში ახალგაზრდა მარკეტოლოგების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

“ტრამპი ჩამოვიდა ბათუმში და თქვა, რომ 5 წელიწადში ის მსოფლიოში საუკეთესო ქალაქი გახდებოდა და ეს ჩემთვის კი არ უთქვამს, ეს თქვა ამერიკულ არხებზე, აი თქვენი რეკლამაც. რატომ ჩამოვიდა? რატომ გვაქებდა, ჩამოდიოდა, ხშირად მეპატიჟებოდა საკუთარ სახლში, ჩემთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში, თეატრებში, რესტორნებში დადიოდა. რატომ? იმიტომ, რომ ყველას მოსწონს, როცა წარმატებასთან ასოცირდება.

როდესაც ის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, მას წარმატებასთან ასოცირება უნდოდა. ყველგან ამბობდა, რომ სააკაშვილს ვიცნობ, ის ყველაზე მაგარიაო. ბათუმიდან ჩამოვედიო, ის საუკეთესო ქალაქიაო, მათ განათლების და საგადასახადოს საუკეთესო სისტემა აქვთო”, – თქვა სააკაშვილმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,776,934 ნახვა
%d bloggers like this: