კრიმინალი

პატრულმა 3 “შმაქსი” დააჯარიმა

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 3 “შმაქსი” დააჯარიმეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “პირველს” განუცხადეს, სამივე ჯარიმა ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოიწერა. 

“საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში გადამოწმების მიზნით “შმქასის” ტრაფერეტით მოძრავი 3 მანქანა გააჩერა. ავტომობილში მყოფმა მგზავრებმა პოლიციას დაუდასტურეს, რომ ისინი თანხის სანაცვლოდ კონკრეტულ ლოკაციაზე გადაჰყავდათ”,- აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, 3-დან 2 “შმაქსი” ლიცენზიის არქონის, ხოლო 1 მათგანი ფერის გამო დაჯარიმდა. 

Facebook Comments