ცხოველები

რუსეთში აგრესიული ძაღლის მოგერიების ინსტრუქცია გამოაქვეყნეს

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვებგევრდზე მოქალაქეებისთვის გამოქვეყნდა აგრესიულ ძაღლთან მოქცევის ინსტრუქცია. უწყებაში მიაჩნიათ, რომ ძაღლის შეჩერება, რომელიც თავდასხმას აპირებს, ხმამაღალი ბრძანებით შეიძლება.

„საშიშროების შემთხვევაში, უნდა დადგეთ ცხოველის პირისპირ და მკაცრი ხმით მისცეთ ბრძანება: «Место!», «Стоять!», «Сидеть!» ან «Фу!“,-მაშველების აზრით, ძაღლი შეიძლება დაიბნეს და უკან დაიხიოს.

თუ სიტყვები არ მოქმედებს, უწყება მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევს, გამოიყენონ ხელთ არსებული ნებისმიერი ნივთი: ქოლგა, ჩანთა, საქაღალდე ან ქვები.

„ამასთან, უკან დახევისას არასდროს შეაქციოთ აგრესიულ ძაღლს ზურგი. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება, ხმამაღლა ითხოვოთ დახმარება“.

თუ ცხოველი მაინც ვერ მოიგერიეთ, ლაბადით, ან პიჯაკით შეიხვიეთ ერთი ხელი, მიუშვირეთ ძაღლს, მეორეთი კი, დაარტყით მტკივნეულ ადგილებში: ცხვირში, ენაზე, ყბაში. კბენის შემდეგ ჭრილობა უნდა დამუშავდეს წყალბადის ზეჟანგით, შემდეგ კი, მიმართეთ უახლოეს სამედიცინო პუნქტს და შეატყობინეთ პოლიციას ძაღლის ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ“,-ნათქვამია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაში. 

Facebook Comments