ხელოვნება და კულტურა

6 ოქტომბერს აშშ-ში ყველაზე მასშტაბური ქართული ფესტივალი გაიმართება

6 ოქტომბერს აშშ-ში ყველაზე მასშტაბური ქართული ფესტივალი გაიმართება. 

ფესტივალში მაქსიმალურად არის ჩართული კულტურის თითქმის ყველა სფერო. მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მხატვრები და დიზაინერები, მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა.

ფესტივალში მონაწილეობენ ქართული კულტურის ცენტრები და ქორეოგრაფიული ანსამბლები, მომღერლები და მუსიკოს-შემსრულებლები, რომლებიც ნიუ-იორკში სხვადასხვა შტატებიდან ჩავლენ. ასევე ჩართულნი არიან ქართული სპორტული სკოლები, ქართული ბიზნესები და რესტორნები.

უკვე მესამე წელია ნიუ-იორკში მოქმედი ქართული კულტურის ცენტრი „ფესვები“ წარმატებით ართმევს თავს ქართულ ფესტივალს, რომლის მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია.

„ღონისძიებას უამრავი ამერიკელი სტუმარი ესწრება, რომლებიც გაკვირვებულები რჩებიან ქართველების ნიჭიერებით. Tbilisoba 2019 NY ასევე ემსახურება უამრავი ქართველის ერთად ყოფნას, გაცნობა-დამეგობრებას, ჯანსაღ და თბილ ურთიერთობებს ქართველთა შორის,რაც გაერთიანებული და ძლიერი დიასპორის საფუძველია“,-აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

ქართული კულტურის ცენტრის, “ Pesvebi “ სამხატვრო ხელმძღვანელია ივანე გოდერძიშვილი, დამფუძნებელი და მთავარი ქორეოგრაფი შორენა ბარბაქაძე, მუსიკალური ხელმძღვანელი – ირაკლი ბეგლარაშვილი.

ფესტივალი ნიუ-იორკში, კინგსბოროუ კოლეჯის ტერიტორიაზე ბრუკლინში ადგილობრივი დროით 1:00-დან 6:00-მდე გაიმართება. 

+1 (718) 954-6880

Facebook Comments