სამართალი

გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე 10 ოქტომბერს მივა

ჟურნალისტი გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე 10 ოქტომბერს მივა. ის უწყებაში 16:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

 „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია გიორგი გაბუნია“, – აცხადებენ პროკურატურაში.

გიორგი გაბუნია პროკურატურაში 4 ოქტომბერს დაიბარეს.

Facebook Comments