რელიგია

ილია II : იღუპება ადამიანის სული, თვეში ერთხელ მაინც მღვდელს უნდა აკურთხებინოთ თქვენი სახლი

საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დღეს, მოზარდების გახშირებულ სუიციდზე ისაუბრა, პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა, მრევლს სიფრთხილისკენ მოუწოდა და საგანგებოდ მიმართა:

“ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს. ბოროტი სული საშინლად ებრძვის ადამიანს და ამიტომ თქვენ  ფრთხილად უნდა იყოთ. ყოველდღე, საღამოს თქვენ უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს ოთახებს, თქვენს ეზო-კარს და აუცილებლად საღამოს, ძილის წინ ლოცვები წაიკითხოთ. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ჩვენი ახალგაზრდები თავს იკლავენ. ეს ყველაფერი ბოროტი სულის გავლენაა. იღუპება ადამიანის სული. ამიტომ თვეში ერთხელ მაინც მღვდელს უნდა აკურთხებინოთ თქვენი სახლი, თქვენი კარმიდამო”- თქვა საქართველოს პატრიარქმა.

Facebook Comments