კრიმინალი

ლისის ტბაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ლისის ტბის მიმდებარე ტერიროტიაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. ამ დროისთვის მამაკაცი რეგიონულ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.​

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “პირველს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება რამდენიმე მუხლით არის აღძრული: 117-ე მუხლით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, 143-ე მუხლით- თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც უკანონოდ შეძენილი იარაღის ან საბრძოლო მასალის გამოყენებით დანაშაულის ჩადენას გულისხმობს.

Facebook Comments