საზოგადოება

თათია სამხარაძე – შენ დაცულ ქალთა უფლებებს შევეცი ბაია პატარაია!

ტელეკომპანია იმედის ყოფილი თანამშრომელი თათია სამხარაძე, რომელიც ჟურნალისტ შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა, უფლებადამცველ ბაია პატარაიას მიმართავს.

თათია სამხარაძე „მთავარი არხის“ გუშინდელ გადაცემას ეხმაურება, სადაც თამთა თოდაძეს 1 წლის წინანდელ ინციდენტზე დაუსვეს კითხვები. აღნიშნული „დაკითხვა“ ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, თუმცა ბაია პატარაიამ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ თამთამ ბრძოლის მეთოდად სწორედ ღიაობა აირჩია.

პასუხად თათია სამხარაძე საკუთარ პრობლემას იხსენებს და წერს, რომ ბაია პატარაია მის ზურგს უკან ქილიკობდა.

„სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული. ვფიქრობდი უფრო მაღლა უნდა დავმდგარიყავი შენზე, შენ არაპროფესიონალიზმზე, შენ არაეთიკურობაზეც და ნიჰილისტურ დამოკიდებულებაზე იმ ბენეფიციარების მიმართ რომელთა შორისაც მეც ვიყავი.

ეხლა ეს გაპრავება რომ არ დაგედო, იქნებ არც არასოდეს მეთქვა საჯაროდ, მაგრამ და აი დადგა დრო ხმამაღლა ვთქვა, შენ დაცულ ქალთა უფლებებს შევეცი ბაია პატარაია!

ბაიას დამსახურება ჩემს ზურგს უკან ჩემზე ქილიკი და სტერეოტიპების გამყარებაა.

ჩემი სათქმელი ვთქვი მე მაშინ როცა საქმე წავიღე საფარიდან ბაიას აგდებული და ცინიკური დამოკიდებულების გამო. საქმეზე კითხვით როცა ვწერდი, შენი თერაპევტი არ ვარო მპასუხობდა და საბოლოოდ ერთი თვე იყო გადაწყვეტილება გამოტანილი როცა არავინ თავი არ შეიწუხა და არც კი გამაგებინა ამის შესახებ.

შემიძლია დამატებით დეტალებში შევიდე, მაგრამ მგონი საკმარისი დავწერე უკვე“,-წერს თათია სამხარაძე.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni