საზოგადოება

თამთა თოდაძე 1 წლის წინანდელ ფაქტზე – იმ ღამეს გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, ცხელ გულზე ვუჩივლე

თამთა თოდაძის განცხადებას დეპუტატ ილია ჯიშკარიანის მიერ მისი გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი მოყვა – გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაზარალებული ერთი წლის წინ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა. მან ჯუმბერ მახარაძეს უჩივლა, შემდეგ განცხადება გამოიტანა, რაშიც საკმაოდ დიდი თანხა აიღო. 

თამთა თოდაძემ ამ ფაქტის შესახებ „მთავარი არხის“ ეთერში პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ჯუმბერ მახარაძე მისი პარტნიორი არ ყოფილა, ის მისი მეგობარი იყო და ადგილი ჰქონდა გაუგებრობას.

„იცით როგორი რაღაცაა? იმ ღამით გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, დილით გამოვიტანე განცხადება, დავასაბუთე, რომ იყო გაუგებრობა. გაუპატიურების მცდელობას ადგილი არ ჰქონია, შეკამათება მოგვივიდა და ხელი გამარტყა უბრალოდ. იქ იდგა პატრული და ცხელ გულზე ვუთხარი, ხელი გამარტყა მეთქი. საქმე აღიძრა, მეორე დღეს კი, განცხადება უკან გამოვიტანე“,-განაცხადა თამთა თოდაძემ.

მისივე თქმით, არ არის დარწმუნებული, რომ ჯუმბერ მახარაძეს ათქმევინონ, თითქოს ამის სანაცვლოდ ფული გადაუხადა. 

„ამ ქვეყენაში არაფრის აღარ მიკვირს, გულწრფელად რომ გითხრათ, თუმცა რეალობაში ასეთ ფაქტს ნამდვილად არ ჰქონია ადგილი“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments